საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

         2014 წლის 21–23 ნოემბერს თბილისში სასტუმრო ქორთიართდ მარიოტში გაიმართა საქართველოს  საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია.



ჩამტარებელი  ორგანიზაცია:    მასწავლებლელთა  პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრი.

 კონფერენციის სპონსორები: ინტელი,მაიკროსოფტი, იუ–ჯი–თი, ეისერი, პისიშოპ.ჯი




                                                     კონფერენციის მიზანი:
     ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდეციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიებიის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

                                კონფერენციაში მონაწილეობა შეეძლოთ

 დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს;

სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;

სკოლის ინფორმაციის მენეჯერებს;

უნივერსიტეტის წარმომადგენლებს;

მთავრობის და ისტ კომპანიების წარმომადგენლებს;

                                            კონფერენციის შედეგები:
 •  მასწავლებლები განივითარებენ ახალ სტრადეგიებს თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში;
სკოლის ხელმძღვანელები ინფორმაციას მიიღებენ, როგორ დანერგონ და ხელი შეეუწყონ ციფრული კულტურის დამკვიდრებას სკოლაში;
ისტ მენეჯერები მიიღებენ ინფორმაციას სკოლის ისტ ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ;
დაინტერესებული მხარეები საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს გაუზიარებენ ერთმანეთს;  

კონფერენცია მიყავდა მასწავლებელთა ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების კოორდინატორს
                                                 ეკა ჯელაძეს


                    
                              კონფერენცია გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა.


        
             მოგვესალმა მოწვეული მომხსენებელი ინტელის დსთ კორპორატიული საქმეთა დირექტორი ტატიანა ნანაიევა, რომელმაც ისაუბრა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდეციებზე. 




          ინფორმაცია მოგვაწოდეს უახლოესი ტექნოლოგიურ მიღწევებზე. წარმოადგინეს  გონიერი საათი , როლმელსაც სხვადასხვა ბრძანებების განხორციელება შეეძლო, მაგ.  ნაბიჯების და პულსის დათვლა. სათვალე–კომპიუტერი, სადაც ჩამონტაჟებულია მიკროკომპიუტერი და ვიდეოკამერა. მფლობელს შეუძლია გადაიღოს ის რასაც უყურებს,  მისი მართვა შესაძლებელია მფლობელის ხმით, სათვალეს ეტყვი გადაიღე ვიდეო, გადაიღე სურათი და ისიც ასრულებს ბრძანებას.


             
         წარმოდგენილი იყო ჭკვიანი კალამი, რომელსაც მოყვებოდა აგრეთვე ორი ტიპის კალამი , რომელიც ასრულებდა სხვადასხვა ბრძანებას.




       გამოვიდა უსინათლო სტუდენტი, რომელსაც ათვისებული ჰქონდა კომპიუტერის მოხმარების უნარ–ჩვევები. გოგონას შეეძლო  კლავიატურაზე სიმბოლოების აკრეფვა, იფორმაციების გაგზავნა, მიღებული მეილების წაკითხვა, წიგნების წაკითხვა. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩეთბოტის (მოსაუბრე რობოტის) დახმარებით.  მეილზე მოსულ წერილს გაახმოვანებდა რობოტი, წერილის დაწერის დროსაც არასწორად აკრეფილ ასოს რობოტი ატყობინებდა და ასწორებდა. 


      მოგვესალმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წარმომადგენლები და გაგვაცნეს უახლოესი ტექნოლოგიები, როგორც მათმა აღნიშნეს ეს არის „ჩაშენებული სისტემები“  (რობოტები, მოსიარულე ობობა, 3D პრინტერი) , რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს და გამოიყენება სამეცნიერო კვლევებისთვის და აგრეთვე
სკოლაში სწავლის მაღალ საფეხურზე. 

3D პრინტერის დახმარებით შეგვიძლია დავბეჭდოთ ნებისმიერი ფორმის, ფერის სამ განზომილებიანი მოდელი.



ვუყურეთ  3 წუთიან ვიდეოს, თუ როგორ იყენებენ სკოლებში 3D პრინტ 

ერს





შემდეგ დავესწარით სხვადასხვა სესიებს, პარალელურ რეჟიმში სხვა სესიებიც მიმდინარეობდა, გული მწყდებოდა რომ ვერ ვესწრებოდი, მაგრამ შესაძლებლობა მოგვეცა მათი პრეზენტაციებიც გვენახა, რომლებიც აიტვირთებოდა Edmodo.com–ზე. (მეორე დღეს ყველა ჯგუფში გავერთიანდი). ქვემოთ წარმოგიდგენთ ზოგიერთ მომხსენებლების პრეზენტაციებს.

"ინდივიდუალური მიდგომის გამოყენება სწავლებაში"
მომხსენებელი: დიმიტრი პოპოვი




"შეფასება და დიაგნოსტიკური ტესტირება"
მომხსენებელი: ელენე ბეთლემიშვილი




"სოციალური ქსელის გამოყენება განათლებაში"
მომხსენებელი: ნინო მარღიშვილი





ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი სესია იყო დავით ნოზაძის, რომელმაც წარმოგვიდგინა საგანმანათლებლო სავარჯიშოები  საპრეზენტაციო პროგრამაში აწყობილი. იმდენად მომეწონა, რომ მეც ვცადე და მსგავსი შევქმენი, რითაც ჩემი მოსწავლეები ძალიან გავახარე.  ქვემოთ ავტვირთავ ბატონი დავითის ნამუშევარს " ვის უნდა მილიონი" და ჩემს ნამუშევარსაც " შეამოწმე შენი თავი"






No comments:

Post a Comment